თბილისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით ღონისძიება გაიმართა.
გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა, ბიზნესის წარმომადგენლებს წლის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, 2023 წელს რამდენიმე კომპანიამ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს სპონსორობა გაუწია და სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა მიიღო.
„გენდერული თანასწორობის საბჭოს ფორმატში წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. ამ საქმეში აქტიური მხარდაჭერა არაერთმა კომპანიამ გაგვიწია. წლის ბოლოს სიმბოლურად მადლობის სიგელები და საჩუქრები გადავეცით მათ. ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა და ჩართულობა ქალების გაძლიერების მიმართულებით. ეს მაგალითი უნდა იყოს კომპანიებისთვის, ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
ღონისძიებაზე ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა გადასცეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
აპრილი 24,2024საკრებულოში მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11,2024„უსაფრთხო ონლაინი:ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში“ ფარგლებში გამგეობების თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
აპრილი 04,2024